“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23, 24 და 25 დეკემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სამეგრელოს შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:
23 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი – 09:00-18:30 საათამდე 601 აბონენტს სოფლებში აბასთუმანი, ხეცერა, ნარაზენი , ურთა და მიმდებარე სოფლებში.
24 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი – 09:00 დან 18:00 საათამდე 822 აბონენტს ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის, ქირიას, იაგო ზარქუას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელი ახალსოფელში.
25 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე დაახლოებით 3188 აბონენტს ქ.ზუგდიდში ჯანაშიას, თამარ მეფის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ახალი აბასთუმანი, ურთა, ინგირი, შამგონა, ჭკადუაში და მიმდებარე სოფლებში.
მარტვილი – 11:00-15:00 საათამდე 138 აბონენტს სოფლებში ნაგებერაო, ნაჯახაო, ონოღია. 11:30-17:00 საათამდე 131 აბონენეტს სოფლებში ნოღა, კიწია.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.