დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. ამ წუთებში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია გაიმართა.
წირვას სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორემ მღვდელმთავრებთან, ტაძრის მღვდელმსახურებთან და ჩამოსულ სასულიერო სტუმრებთან ერთად აღავლინა. სვეტიცხოველში ასევე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ეკლესია-მონასტრის ბერ-მონაზვნები და სასულიერო პირები. ტაძარში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.