ჩხოროწყუში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, მამაკაცმა შვილი ნაჯახით მოკლა, ხოლო მეუღლე დაჭრა. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ფსიქიური პრობლემები აქვს და ოჯახის წევრებთან კონფლიქტი ჰქონდა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი