9 იანვარს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, 9 იანვარს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი –  10:00-18:30 საათამდე 128 აბონენტს სოფლებში ურთა, ცაიშის ნაწილი.

ფოთი – 13:30-17:00 საათამდე 288 აბონენტს ქ.ფოთში ბესიკის, წმ. გიორგის, იმერეთის და მიმდებარე ქუჩებზე.  11:30-18:30 საათამდე 9824 აბონენტს 8 მარტის, სოხუმის, რიონის სანაპირო,  თავდადებულის და მიმდებარე ქუჩებზე.

აბაშა – 11:00-17:00 საათამდე 433 აბონენტს ქ.აბაშაში ილიას, რუსთაველის, ფრანგიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში სუჯუნა, ნორიო, კვათანაში.

ხობი– 11:00-17:30 საათამდე 1339 აბონენტს მონაცვლეობით ქ.ხობში დადიანის ქუჩაზე, ასევე  სოფლებში  თორსა, ხეთა, პირველი მაისი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-15:00 საათამდე 82 აბონენტების ნაწილს სოფლებში  ქვემო ქვალონი, შუა ქვალონი, ქვალონი.

წალენჯიხა – 11:00-17:00 საათამდე 3075 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ლევან II დადიანის, 26 მაისი ქუჩებზე, ასევე სოფლებში ობუჯი, ზღვაია, ლია,ნაკიფუ და მიმდებარე სოფლებში, ზუგდიდის სოფლებში სოფელ კორცხელი და ნაცატუში.

სენაკი – 11:45-18:45 საათამდე 748 აბონენტს სოფლებში ეკი, მენჯი, უშაფათი, ფოცხო და მიმდებარე სოფლებში.

მარტვილი – 12:00-17:00 საათამდე  1219 აბონენტს სოფლებში აბედათი, ნახუნაო, სერგიეთი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი