10 იანვარს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება. “ენერგო რპო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ენერგომომარაგება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე – 748 აბონენტს სოფლებში ორულუ, დიდინეძი, თორსა, დღვაბა და მიმდებარე სოფლებში. 10:00-18:30 საათამდე – 1705 აბონენტს სოფლებში რუხი, ტყაია, ჩხორია, რიყე და მიმდებარე სოფლებში.
ფოთი – 11:00-16:00 საათამდე – 254 აბონენტს ქ. ფოთში სევასტოპოლის, ბარბაქაძის, სარსანიას, ჯიქიას, ლერმონტოვის ქუჩებზე. 11:00-18:00 საათამდე – 1302 აბონენტს ჭანტურიას, ნ.ჟვანიას, ფარნავაზ მეფის, თაყაიშვილი და მიმდებარე ქუჩებზე და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აბაშა – 12:00-16:00 საათამდე – 44 აბონენტს სოფელ გეზათში.
ჩხოროწყუ – 10:40-17:30 საათამდე – 1253 აბონენტს ქვედა ჩხოროწყუში, კირცხში, სარაქონში, ეგიარზენში და მიმდებარე სოფლებში.
ხობი – 14:00-დან 17:00 საათამდე – 82 აბონენტს სოფლებში ქვემო ქვალონი, შუა ქვალონი, ქვალონი.
წალენჯიხა – 12:00-17:00 საათამდე – 1231 აბონენტს ქ. წალენჯიხაში ლევან II დადიანის, 26 მაისი ქუჩებზე, ასევე სოფლებში ობუჯი, ზღვაია, ლია, ნაკიფუ და მიმდებარე სოფლებში, ზუგდიდის სოფლებში სოფელ კორცხელი და ნაცატუში.
სენაკი – 11:00-18:30 საათამდე – 452 აბონენტს სოფლებში ეკი, მენჯი, ხორში, თეკლათი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-18:30 საათამდე – 296 აბონენტს სოფლებში უშაფათი, ფოცხო.
მარტვილი – 11:30-18:00 საათამდე – 1009 აბონენტს სოფლებში ლეხაინდრაო, ნაჯახაო, ბანძა, ნაგვაზაო. 12:00-დან 14:00 საათამდე – 41 აბონენტს სოფლებში ნოღა, კიწია, კურზუ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.