12 იანვარს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

12 იანვარს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება. “ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფომრაციით შეზღუდვები ეხება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე – 4160 აბონენტს ქ. ზუგდიდში მოსაშვილის, მირცხულავას, შარტავას, წყალსადენის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ზედაეწერი, ინგირი, ახალი აბასთუმანი, რუხი და მიმდებარე სოფლებში. 11:15-18:45საათამდე 1105 აბონენტს ქ.ზუგდიდში ბენდელიანის, ცაბაძის, დ.აღმაშენებლის, სიჭინავას და მიმდებარე ქუჩებზე.

ფოთი –  11:00-15:00 საათამდე 263 აბონენტს ქ.ფოთში თავდადებულის, ერეკლე II, დუმბაძის და მიმდებარე ქუჩებზე. 12:00-17:00 საათამდე 192 აბონენტს ზვიად გამსახურდიას, ჭყონდიდელის, გურიის და მიმდებარე ქუჩებზე.

აბაშა – 13:00-14:00 საათამდე – 46 აბონენტს  ქ.აბაშაში რუსთაველის ქუჩა, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია, ფაბრიკის ბინა, ასევე სოფელ ნორიოში.

წალენჯიხა – 10:00-18:00 საათამდე – 1847 აბონენტს ქ. წალენჯიხაში ლევან II დადიანის, 26 მაისის, კოსტავას ქუჩებზე, ასევე სოფლებში  ობუჯი, ზღვაია, ლია, ნაკიფუ და მიმდებარე სოფლებში, ზუგდიდის სოფლებში სოფელ კორცხელი და ნაცატუში.

მარტვილი – 12:00-18:00 საათამდე – 981 აბონენტს სოფლებში მუხურჩა, ვედიდკარი, ბანძაში. 12:00-15:00 საათამდე 101 აბონენტს სოფლებში დ/ჭყონი, ჭყონში.

კომპანიის ცნობით,  სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი