“ენერგო პრო ჯორჯია” სამეგრელოს მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 იანვარს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე – 2307 აბონენტს სოფლებში აბასთუმანი, ხეცერა, რუხი, რიყე და მიმდებარე სოფლებში. 12:40-18:30 საათამდე 260 აბონენტს სოფლებში ანაკლია, განმუხური, დარჩელში.
ფოთი – 11:00-15:00 საათამდე 278 აბონენტს ქ.ფოთში ბარათაშვილის, კონსტიტუციის, ჭონქაძის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-17:00 საათამდე 206 აბონენტს 26 მაისის, პირტახიას, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. 15:30-18:30 საათამდე 29 აბონენტს მალთაყვის დასახლების ნაწილში.
აბაშა – 11:00-17:00 საათამდე 1813 აბონენტს რიგრიგობით საათნახევრით ქ.აბაშაში ილიას, რუსთაველის ქუჩა, თამარ მეფის, აკაკის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ნორიო, სუჯუნა, კვათანა და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 10:00-18:00 საათამდე – 2294 აბონენტს ქ. წალენჯიხაში ლევან II დადიანის, 26 მაისის, კალანდიას, კოსტავას ქუჩებზე, ასევე სოფლებში ლია, ობუჯი, ზღვაია, ჭალე და მიმდებარე სოფლებში, ზუგდიდის სოფლებში სოფელ კორცხელი და ნაცატუში.
კომპანიის ცნობით, მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.