20 და 22 იანვარს სამეგრელოს მოსახლეობას ენერგომომარაგება შეეზღუდება

ელექტროენერგიის შეზღუდვასთან დაკავშირებით, “ენერგო პრო ჯორჯია” სამეგრელოს მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 და 22 იანვარს სამეგრელოს მოსახლეობას ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვები ეხება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

20 იანვარს, 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 699 აბონენტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სანაჭყებო, ჭკადუა, კორცხელი და მიმდებარე სოფლებში;

22 იანვარს,  10:00-დან 18:30 საათამდე 1846 აბონენტს ზუგდიდში – ბერიას, ოდიშის, ცაიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ჭაქვინჯი, ყულიშკარი, ახალი აბასთუმანი და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 12:30 საათამდე 748 აბონენტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორულუ, დღვაბა და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 17:30 საათამდე 151 აბონენტს ლესიჭინეში, 11:00-დან 17:30 საათამდე 2671 აბონენტს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლეხაინდრაო, ნაჯახო, ნაგვაზაო, აბედათი, კურზუ და მიმდებარე სოფლებში,

12:30-დან 14:00 საათამდე 260 აბონენტს ანაკლიაში, 14:00-დან 15:30 საათამდე 353 აბონენტს ანაკლიაში, 15:30-დან 17:00 საათამდე 40 აბონენტს დარჩელში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი