23 იანვარს სამეგრელოს მოსახლეობას ელექტროენერგია შეეზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, 23 იანვარს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სამეგრელოს შემდეგ მუნიციპალიტეტებს.

ზუგდიდი –  11:00-18:30 საათამდე   434  აბონენტს სოფელ ერგეტაში.

12:30-15:30 საათამდე 3465 აბონენტს  რიგრიგობით საათნახევრით  სოფლებში ანაკლია, განმუხური, დარჩელი და მიმდებარე სოფლებში. 13:00-18:30 საათამდე 890 აბონენტს ქ.ზუგდიდში წერეთლის, სოხუმის, ბერიას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელ ოდიშის ნაწილში.

ფოთი – 11:15-14:00 საათამდე 271 აბონენტს ქ.ფოთში სამეგრელოს, დავითაიას, ერთობის და  მიმდებარე ქუჩებზე. 11:20-15:20 საათამდე 1 აბონენტს ლაგრანჟეს ქუჩაზე.

აბაშა – 12:00-15:00 საათამდე 58 აბონენტს ქ.აბაშაში თავისუფლების, ფრანგიშვილის, ცომაიას და მიმდებარე ქუჩებზე.

ჩხოროწყუ – 11:30-18:00 საათამდე 212 აბონენტს ქ.ჩხოროწყუში ჯანაშიას, ყაზბეგის, გაგარინის ქუჩებზე, სოფლებში ნაკიანი, გარახაში.

მარტვილი – 11:00-16:00 საათამდე  პერიოდში  11523 აბონენტს  თითო საათით მორიგეობით სოფლებში ბანძა, მუხურჩა, ლეხაინდრაო, ნაჯახაო, ნაგვაზაო და მიმდებარე სოფლებში. 12:00-17:30 საათამდე 1219 აბონენტს სოფლებში აბედათი, ნახუნაო, სერგიეთი და მიმდებარე სოფლებში.

ხობი – 12:00-18:00 საათამდე 163 აბონენტს ქ.ხობში ბერიას, აღმაშენებლის, დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

მესტია – 12:40-17:00 საათამდე 23 აბონენტს სოფელ ხაიშში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი