25 იანვარს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ენერგომომარაგების შეზღუდვის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ზუგდიდი – 12:00-18:30 საათამდე 670 აბონენტს სოფლებში კორცხელი, ბაში, ზედაეწერი, ოდიში და მიმდებარე სოფლებში. 17:00 დან 18:00 საათამდე 260 აბონენტს ქ.ზუგდიდში ბერია ქუჩა, სოფლებში ანაკლია, განმუხური, დარჩელი.
ფოთი – 10:50-16:00 საათამდე 228 აბონენტს ქ.ფოთში თავდადებულის, დუმბაძის, ერეკლე II და მიმდებარე ქუჩებზე.
აბაშა – 12:00-15:00 საათამდე 99 აბონენტს ქ.აბაშაში იოსელიანის, ცანავას, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე კვათანაში.
მარტვილი – 11:00-18:00 საათამდე 3501 აბონენტს სოფლებში ბანძა, ლეხაინდრაო, ნაჯახაო, აბედათი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.