ქალაქ ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება. ყოფილი კინოთეატრის „თუთარჩელას“ შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ხობის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი (დაჩი) ბერაიასთან და მუნიციპალიტეტის მერთად გოჩა ქაჯაიასთან ერთად გაეცნო.
სპორტული კომპლექსში გათვალისწინებულია საჭიდაო მოედნის, ჭადრაკის დარბაზის, საბილიარდეს, ფიტნესდარბაზისა და საუნის მოწყობა.
ხობში სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები. პროექტით გათვალისწინებულია დარბაზში ლითონის ფერმების მოწყობა და გადახურვა. მოწესრიგდება ელექტროგაყვანილობის, გათბობის და ვენტილაციის სისტემები.
მშენებლობაზე, რომლის ღირებულება 2 500 000 ლარზე მეტია, 40 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოების დასრულება 2018 წლის შeმოდგომაზე იგეგმება.