“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, 31 იანვარს, სამეგრელოს მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ენერგომომარაგების მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ელექტროენერგია შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 11:00-14:00 საათამდე მონაკვეთში 339 აბონენტს საათნახევრით ქ.ზუგდიდში სოფლებში ზედაეწერი, ჩხორიაში.
აბაშა – 12:00-15:00 საათამდე 289 აბონენტს ქ.აბაშაში თავისუფლების, ბზიავას, ფრანგიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
მარტვილი – 11:00-16:00 საათამდე 4847 აბონენტს სოფლებში სალხინო, დ/ჭყონი, გურძემი, თამაკონი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-16:00 საათამდე 207 აბონენტს ქ.მარტვილში მშვიდობის, ანაჯაფარიძის, ჭყონდიდელის, ლერმონტოვის ქუჩებზე, სოფლებში ნახარებაო, ნაგვაზაო, ხუნწში.
ხობი – 13:00-14:00 საათამდე 4190 აბონენტს ქ. ხობში დადიანის, სტალინის, ჭყონდიდელი, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ნოჯიხევი, გურიფული, პირველი მაისი, ზემო ქვალონი და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 11:00-13:00 საათამდე 49 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ფიფიას, წმ.ნინოს, სოხუმის ქუჩებზე.
სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.