1 თებერვალს, სამეგრელოში, “ენერგო პრო ჯორჯია”-ს აბონენტებს ენერგომომარაგება შეეზღუდება.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 11:00-15:00 საათამდე 1249 აბონენტს სოფლებში კორცხელი, ზედაეწერი, ბაში და მიმდებარე სოფლებში.
აბაშა – 11:00-15:00 საათამდე 390 აბონენტს მონაცვლეობით სოფლებში კეთილარი, ანჯელის მასივი, ნორიო, განკარში.
მარტვილი – 11:00-16:00 საათამდე 981 აბონენტს სოფლებში მუხურჩა, ვედიდკარი, ბანძაში.
წალენჯიხა – 12:00-18:00 საათამდე 49 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ფიფიას, წმ.ნინოს, სოხუმის ქუჩებზე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.