ხობის სოფელ საჯიჯაოში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო შენობის ინტერიერი და ექსტერიერი, ბაღის  ეზო და სათამაშო მოედანი, შეიცვალა  ელექტროგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემები.

საჯიჯაოს ორსართულიანი საბავშვო ბაღი 80 აღსაზრდელზეა გათვლილი.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 174 ათას ლარს შეადგენს.  სამუშაოზე დასაქმებული იყო 20 ადგილობრივი.

2013 წლიდან დღემდე, ხობის მუნიციპალიტეტში აშენდა ერთი, რეაბილიტირდა 22 და სრულად კეთილმოეწყო 4 საბავშვო ბაღი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი