9 თებერვალს, სამეგრელოს რეგიონში, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს. კომპანიის ცნობით ენერგომომერაგება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 8488 აბონენტს, სოფლებში: ჭკადუა, ლია, ჩხორია,ზედაეწერი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ზუგდიდში წაღვერის, სოხუმის, ტოლსტოის, 9 მაისის და მიმდებარე ქუჩებზე.
სენაკი – 10:30-18:00 საათამდე 2143 აბონენტს, სოფლებში: უშაფათი, ფოცხო, ეკი, ლემამულიე და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე სენაკში ჩხეტიას, გორის, დადიანის, მარჯანიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
ჩხოროწყუ – 10:30-დან 17:30 საათამდე 487 აბონენტს, სოფლებში ხაბუმე, ლეწურწუმე და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ჩხოროწყუში ქვარცხავას, დიხამინჯიას, ნაჭყებიას, ვაჟა ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე.
წალენჯიხა – 11:00-დან 18:00 საათამდე 1 აბონენტს ლევან 2 დადიანის ქუჩაზე.
მარტვილი – 11:30-18:00 საათამდე 1655 აბონენტს, სოფლებში ლეხაინდრაო, ნაჯახაო, ბანძა, ნალეფსაო, საელიაო და მიმდებარე სოფლებში.
აბაშა – 12:00-დან 15:00 საათამდე 46 აბონენტს, სოფელ წყემში.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.