ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის, პირველი თებერვლიდან მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ქალაქის ტერიტორიაზე ყოფნის წესი დატკიცდა და ჯარიმები ამოქმედდა.
ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი თებერვლიდან დღემდე მსხილფეხა პირუტყვის 7 მეპატრონე 50 ლარით დაჯარიმდა.
“მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვი რომლებიც ქალაქის ტერიტორიაზე დაფიქსირდებიან, მათი მფლობელები ახალი რეგულაციებით დაჯარიმდებიან. სპეციალურ ადგილზე -100 ლარი, დღიური მოვლა-პატრონობა -50 ლარი. ჯარიმის გადახდის ვადა ხუთ დღეს შეადგენს, გადაუხდელობის შემთხვევაში პირუტყვს სარეალიზაციოდ გადაიყვანენ”, – აცხადებენ მერიაში.