მთავრობის დადგენილებით, დასავლეთ საქართველოში ორ სოფელს სახელი დაგაერქვა. ცვლილება მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დაამტკიცეს. დადგენილებას ხელს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს.
მთავრობის #46-ე დადგენილების თანახმად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშს გადაერქვა სახელი და მას ალერტკარი ეწოდა. მანამდე კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გრიგოლისისთვის ალერტკარის დარქმევისს აკითხი 2017 წლის 21 ივლისს განიხილა და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა სოფლის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით დააკამაყოფილა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოს გადაერქვა სახელი და მას ხინოწმინდა ეწოდა.
სახელთა შეცვლის შესახებ დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.