ფოთში “ხიბულა”-ს პრემიერა გაიმართა

ფოთში, მხატვრული ფილმის „ხიბულას“ ჩვენება გაიმართა.

„ხიბულა“, რომლის პრემიერა თბილისში 2017 წლის ნოემბერში შედგა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე მოგვითხრობს. ფილმის შექმნის ისტორიაზე დამსწრე საზოგადოებას თავად რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა უამბო.

ქართველებსა და აფხაზ ხალხს შორის დიალოგი და ისტორიული ურთიერთობების აღდგენა იყო დისკუსიის თემა, რომელიც მხატვრული ფილმის „გაღმა ნაპირის“ ჩვენების შემდეგ გაიმართა.

ფილმების ჩვენებას ადგილობრივებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კულტურის საკითხებში, მწერალი, გურამ ოდიშარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრენენ.

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი