16 თებერვალს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 თებერვალს სამეგრელო-ზემო სვანეთის მსოახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. კერძოდ, შეზღუდვა გავრცელდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში:

ზუგდიდი –  10:00 დან  18:30 საათამდე  1670 აბონენტს ქ.ზუგდიდში კ.გამსახურდიას, ბარამიას, შარტავას, ქუთაისის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელ ჭითაწყარის ნაწილში.
11:25 დან 18:30 საათამდე 1706 აბონენტს სოფლებში რუხი, რიყე, ტყაია და მიმდებარე სოფლებში.
11:30 დან 13:30 საათამდე 534 აბონენტს სოფლებში ცაიში, ცაცხვი, ურთა.

ფოთი -10:50დან 15:30 საათამდე  პერიოდში მონაცვლეობით 859 აბონენტს 8 მარტის, ცოტნე მირცხულავას,  ჩიტაძის, მოწერელიას, სარსანიას და მიმდებარე ქუჩებზე.

ჩხოროწყუ – 11:30 დან 18:00 საათამდე 172 აბონენტს სოფელ ხაბუმეში.

აბაშა – 11:10დან 17:00 საათამდე   54 აბონენტს სოფელ ზანათში.
12:00დან 15:00 სათამდე 49 აბონენტს  სოფლებში ნორიო, განკარი.

მარტვილი – 11:40დან 18:00 საათამდე 280 აბონენტს სოფლებში ვედიდკარი, მუხურჩა, ბანძაში.
15:00დან 18:00 საათამდე 890 აბონენტს სოფლებში კიწია, გურძემი, თამაკონი და მიმდებარე სოფლებში.

ხობი – 14:00დან 17:30 საათამდე 826 აბონენტს სოფლებში ნოჯიხევი, ბია, ხორში, ჭალადიდი. ასევე ქ.ხობში გუმბაზ მეფის და ჭალადიდელის ქუჩების ნაწილს.

წალენჯიხა – 11:15დან 18:00 საათამდე 245 აბონენტს ნაკიფუ, ეწერი, ხაბუმე და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი