სამეგრელოში ტურიზმის განითარების პირველი სიმპოზიუმი ჩატარდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ Zrda-სთან ერთად რეგიონის ტურიზმის განვითარების პირველი სიმპოზიუმისთვის ემზადება. საიმპოზიუმის მიზანია განსაზღვროს რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები და დაადგინოს პრიორიტეტები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და მის უკეთ წარმოჩენას.

რეგიონში ტურიზმის განვითარების პირველი სიმპოზიუმის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისრაციაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, ზუგდიდის ვიცე მერი გია გულორდავა და “ზრდა სქართველოში” პროექტის ხელმძღვანელი ბრაიან კინგი, პროექტისა და ადაგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხევდარაზე ბიზნეს ფესტივალ “ანაკლიობის” გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს. ფესტივალი ბიზნესის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების კომპლექს წარმოადგენს. „ანაკლიობაზე“ პირველად გასულ წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, USAID-ის პროექტი Zrda-ს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანიებით განხორციელდა და მაში მონაწილეობა 50-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.

“ანაკლიობა” მიზნად ტურიზმის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს. ფესტივალში ბიზნესმენებთან ერთად ადგილობრივებიც მონაწილეობენ.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი