ზურაბ ალავიძე – ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია რეგიონში ტურიზმის უფრო განვითარებისთვის

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო წარმოჩენის თავლსაზრისით, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და შექმნის დამატებით იმპულსს რეგიონში ინვესტიციების მოსაზიდად, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ განაცხადა.

მინისტრი, ბოტანიკურის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერანტორის მოადგილესთან, დავით კოდუასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი