ხობის კულტურის სახლის რეაბილიტაცია, რომელიც ათეული წლებია განახლებას საჭიროებდა, დასრულების ეტაპზეა. შესრულებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან დავით კოდუასთან, ხობის მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მინისტრის ინფორმაციით, განახლდა შიდა და გარე ინტერიერი, შეიცვალა სცენა, მოეწყო მთავარი დარბაზი, საგრიმიორო და სარეპეტიციო ოთახები.
პროექტით გათვალისწინებული სამუშოების ფარგლებში, ასევე დამონტაჟდება განათების, გათბობისა და წყლი სსისტემები. რეაბილიტაცია ითვალისწინებს უსაფრთხოების სისტემების გამართვასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობასაც.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 850 000 ლარია.