მესტიაში აქციის მონაწილეები ჰესების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ

მესტიაში სეტის მოედანზე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები სვანეთში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ზეგავლენას ახდენს სვანეთის ლანდშაფტსა და ადგილობრივ მცოვრებლებზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე არ უნდა გადაწყდეს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ სვანეთში ყველა ჰესის პროექტის მშენებლობის შეჩერებას. აღნიშნული მოთხოვნით ადგილობრივები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს და აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.

მოთხოვენბის დაუკმაყოფილებლობის შემთხევეაში კი აქციის მონაწილეები აქციებს აანონსებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი