13 მარტს სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგია შეეზღუდება

13 მარტს,  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგონში, “ენერგო პრო ჯორჯია”-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შეეზღუდება აბონენტებს შემდეგ მუნიციპალიტეტებში:

ფოთი – 11:00-14:00 საათამდე 250 აბონენტს ქ.ფოთში 9 აპრილის ხეივანს და გეგიძის ქუჩას.

სენაკი – 11:30-18:00 საათამდე მონაკვეთში  ორ-ორი საათით  1580 აბონენტს სოფლებში: ნოსირი, ზანა, თეკლათი და მიმდებარე სოფლებს, ქალაქ სენაკში ჭყონდიდელის, ხუბულავას, ასათიანის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე სამხედრო დასახლებას.

მარტვილი – 11:30-18:00 საათამდე პერიოდში მონაცვლეობით 330 აბონენტს სოფლებში: აბედათი, ნახუნაო და გაჭედილი.

აბაშა – 11:00-14:00 საათამდე 28 აბონენტს სოფელ: წყემში.

წალენჯიხა –  13:00-14:20 საათამდე  ორჯერ ოც-ოცი წუთით 1 128 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ქიაჩელის, კალანდიას, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებს.

12:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2 797 აბონენტს  სოფლებში: ეწერი, საჩინო,ობუჯი და მიმდებარე სოფლებს, ასევე ლევან ll დადიანის, უბილავას, ფიფიას და მიმდებარე ქუჩებს.

მესტია –10:00-დან 18:00 საათამდე 35 აბონენტს სოფლებში: ლახამი, ტობარი, იდლიანი,ზედა მარღი და დიზი. 14:00-16:00 საათამდე 16 აბონენტს სოფლებში: ახალშენი, ფარი, ეცერი, ბოგრეშის და ჯონდო ხაფთანის ქუჩას.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი