14 მარტს სამეგრელოში “ენერგო პრო ჯორჯია”-ს აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

14 მარტს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

კომპანიის ინფორმაციით, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სამეგრელოს შემდეგ მუნიციპალიტეტებში:

ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 2 680 აბონენტს სოფლებში: ჭკადუაში, ლია, ჭაქვინჯი, კახათი, ორსანტია და მიმდებარე სოფლებს, ხოლო ქალაქ ზუგდიდში რუსთაველის, კოსტავას, დავით აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთი – 11:00-16:00 საათამდე მონაკვეთში ორ-ორი საათით 172 აბონენტს ქალაქ ფოთში აკაკის, ნინოშვილის, ამირანაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

წალენჯიხა-  11:00-18:00 საათამდე 2 331 აბონენტს სოფლებში: ჯვარი, ჩქვალერი, საჩინო და მიმდებარე სოფლებს, ქალაქ წალენჯიხაში მიქავას, კვარაცხელიას, წმინდა ანდრია პირველწოდებულის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს.

მარტვილი – 11:00-18:30 საათამდე 7 743 აბონენტს სოფლებში: დიდი ჭყონი, სალხინო, ონოღია, ხუნწი, აბედათი და მიმდებარე სოფლებს, ქალაქ მარტვილში 9 აპრილის, მშვიდობის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს.

სენაკი – 11:00-15:00 საათამდე 694 აბონენტს სოფლებში:  გეჯეთი, ნოსირი, ძველი სენაკი და მიმდებარე სოფლებს.

აბაშა – 11:00-15:00 საათამდე  1061  აბონენტს სოფელრბში: წყემი, ძიგური, ეწერი, პირველი მაისი  და მიმდებარე სოფლებს, ქალაქ აბაშაში  კი აკაკის მე-4 შესახვევს.

ჩხოროწყუ – 11:30-16:00 საათამდე 96 აბონენტს სოფლებში: გარახა, ქვედა ჩხოროწყუ, ჩხოროწყუ და ასევე ლესელიძის ქუჩას.

კომპანიის ცნობით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტთა ელექტრომომარაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი