13 აპრილს “ენერგო პრო ჯორჯია”-ს აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

13 აპრილს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:

ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 2622 აბონენტს სოფლებში რუხი, რიყე, ჭითაწყარი, ცაიში და მიმდებარე სოფლებში, ზუგდიდში აღმაშენებლი ქუჩის ნაწილს. 11:00-11:05 საათამდე და 16:00-16:05 საათამდე 2 ჯერ 5-5 წუთით 8088 აბონენტს ქ.ზუგდიდში  რ.თაბუკაშვილის, კოსტავას, ცოტნე დადიანიას, გამარჯვების, ქუჯის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელი ინგირი. 11:00-14:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2-2 საათით  2060 აბონენტს ქ.ზუგდიდში რუსთაველის, თამარ მეფის, სერგიას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში დარჩელი, დიდი ნეძი, ორულუ და მიმდებარე სოფლებში.  15:00-18:30 საათამდე მონაკვეთში  3804 აბონენტს სოფლებში ოდიში, ინგირი,  ანაკლია(აკვაპარკი), განმუხური, ჩხორია და მიმდებარე სოფლებში. ასევე, ქ.ზუგდიდში ჩიტაძის II შესახვევი, კრილოვის, ერისთავის, გრიბოედოვის, მ.ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

აბაშა – 10:00-11:30 საათამდე 1955 აბონენტს ქ.აბაშაში თავისუფლების, დ.აღმაშენებლის, კილასონიას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ძველი აბაშა, ნორიო განკარი. 13:00დან 18:00 საათამდე 314 აბონენტს სოფლებში წყემი, ძიგური, ნორიო, ზანათი, ქ.აბაშაში აკაკის IVშესახვევი.

სენაკი – 10:30-18:30 საათამდე  მონაკვეთში 1120 აბონენტს სოფლებში ხორში, ქვემო ფოცხო, მენჯი, ზანა, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში. ქ.სენაკში ღვინჯილიას და  კოსტავას  ქუჩებზე.

მარტვილი – 10:35-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1222 აბონენტს სოფლებში აბედათი,  ნალეფსაო, კიწია, გურძემი და მიმდებარე სოფლებში.

ფოთი – 11:00-13:00 საათამდე 3902 აბონენტს  გურიის , ზ.გამსახურდიას, რუსთაველის რკალი, მალთაყვის დასახლება და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00დან 15:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 769 აბონენტს  აღმაშენებლის, ლიეპაიას, 9 აპრილის ხეივანი, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებზე.

ხობი –  11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში  1425 აბონენტს მონაცვლეობით სოფლებში შუა ხორგა, ჭალადიდი, პატარა ფოთი, ხამისქური, ახალი ხიბულა და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა – 11:00დან 18:00 საათამდე 1383 აბონენტს წალენჯიხაში წმ.ნინოს, ბ.შანავას, ლევან II დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ჯგალი, ლია, ფახულანი და მიმდებარე სოფლებში.

ჩხოროწყუ –  12:00-18:00 საათამდე   მონაკვეთში მონაცვლეობით 522 აბონენტს სოფლებში ლესიჭინე, ქვედა ჩხოროწყუ, ნაკიანი, გარახა, კირცხი,  ჩხოროწყუში ჯანაშიას, ყაზბეგის, გაგარინის ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი