ზუგდიდში დღეს 9 წყვილი ერთდროულად დაიწერს ჯვარს

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შრის ზუგდიდში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება.

საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების ზუგდიდის სადროშოს ხელმძღვანელის გიგა ქორთუას ინფორმაციით, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ჯვარს ერთდროულად 9 წყვილი დაიწერს.

„ამაღლების დღესასწაულსა და ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პატრიარქის კურთხევით საყოველთაო ჯვრისწერას ზუგდიდიც შეუერთდება. წყვილების უმრავლესობა 40-დან 65 წლამდე ასაკისაა. მათ ილია მეორეს ხელმოწერით ჯვრისწერის მოწმობაც გადაეცემათ“, – აღნიშნა ქორთუამ.

მისივე თქმით, ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება და წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი