წუხელ გვიან ღამით, ზუგდიდში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფაცაცია დაშავდა. თვითმხილველების განმარტებით, თამაზ ფაცაციამ, რომელიც ავტომობილს თავად მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მისი ავტომობილი გადაბრუნდა.
ფაცაცია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
“Newsportal.ge” საავადმყოფოს ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ პაციენტს თავის ტვინის შერყევა და ფილტვების დაჟეჟილობა აღენიშნება, რის გამოც მკურნალობის მიზნით ამ დრომდე სტაციონარში რჩება.