გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო პრო ჯორჯია”-ს აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

12 ივნისს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო,  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:

ზუგდიდი. 12:30-18:45საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 705 აბონენტს სოფლებში ჭკადუაში, ლია,  ყულიშკარი(1 აბონენტი) და მიმდებარე სოფლებში.

ფოთი.11:10-14:00საათამდე 302 აბონენტს 9 აპრილის ხეივანი, გეგიძის ქუჩა.

მარტვილი. 11:15-18:30 საათამდე 252 აბონენტს სოფლებში ნალეფსაო, საელიაო, ონოღია, ნაგებერაო, ვედიდკარი.

სენაკი. 11:45-18:45 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1447 აბონენტს სოფლებში ხორში, მენჯი, ეკი,  გეჯეთი  და მიმდებარე სოფლებში, ქ.სენაკში ღვინჯილიას ქუჩაზე.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი