აბაშაში 17 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გოგომ სიკვდილის წინ წერილი დატოვა, რომელიც თვითმკვლელობის ადგილზე იპოვნეს. არასრულწლოვანი ოჯახს და მეგობრებს ბოდიშს უხდის.
“გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად”, – ეს არის ბოლო პოსტი, რომელიც გოგონამ სიკვდილამდე სოციალურ ქსელში დაწერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.