აბაშაში 42 წლის მამაკაცს ეძებენ

აბაშაში 42 წლის გიორგი კიკაბიძეს ეძებენ. ოჯახის წევრების თქმით, მამაკაცი სახლიდან გუშინ დილით გავიდა, ბოლოს აბაშის ცენტრში ნახეს, საიდანაც მისი კვალი იკარგება.

ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა.

“დილით სამსახურში წავიდა, სამსახურიდან დაბრუნებულა და აბაშის ცენტრში ჩამოსულა. დედამისს ტელეფონზე ეკონტაქტებოდა, მაგრამ მოგვიანებით კავშირი გაწყდა. სად შეიძლებოდა წასულიყო, არანაირი ვერსია არ გვაქვს”, – ამბობს დაკარგულის ახლობელი ირაკლი ლიპარტია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი