აბაშაში მომხდარი სისხლიანი გარჩევისას დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა

აბაშაში დაჭრილი მამაკაცს, რომელიც ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, ოპერაცია ჩაუტარდა.

მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი და ბრალდებული თანასოფლელები არიან და შემთხვევა, სავარაუდოდ, ძველ ურთიერთდაპირისპირებას უკავშირდება.

სამართალდამცავებმა ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დააკავეს, ის დანაშაულს აღიარებს. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი