აბაშაში სამი სოფლის გაზიფიცირება მოხდება

აბაშის მუნიციპალიტეტში,  ნორიოს, სეფიეთსა და ძვ. აბაშაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაზიფიცირება მოხდება.

მიმდინარე წელს, აბაშაში გაზიფიცირების ქსელს 77 908 მეტრი დაემატება. სამუშაების დასრულების შემდეგ, ბუნებრივრივი აირით, დამატებით 1 257 აბონენტი ისარგებლებს. სამუშაოები 2017 წლის სექტემბერში დასრულდება.

გაზიფიცირების სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში (პირველი მაისი, გაუწყინარი, თხმელარი, მარანი, მარანჭალი და გუგუნაყათი)  2015 წელს დაიწყო. განხორცილებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივი აირის სარგებლობის  შესაძლებლობა  აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 862 ოჯახს მიეცა.

2016-2017 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის 14 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი