აბიტურიენტების თითქმის 13%-მა უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა

აბიტურიენტების 12,9% – მა უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დღეს დაიწყო და სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლომდე დასრულდება.

უნარების შემდეგ, სავარაუდოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება.

ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი