ადგილობრივმა მთავრობამ და პოლიტიკურმა პარტიებმა გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ადგილობრივმა ხელისუფლებამ და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა, აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ბადრი ბერანძის და დათო ჯიქიას ხსოვნას პატივი მიაგეს, მათი საფლავები და მემორიალი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს ომში გმირულად დაღუპული ოჯახის წევრებს.

ეკლესიებში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 8 წელი შესრულდა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად  საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

აგვისტოს ომს სამეგრელოდან 39 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი