აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ახალი თაჩმჯდომარე აირჩია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. პოსტზე კენჭს ორი კანდიდატი დავით გვაძაბია და ჯემალ გამახარია იყრიდა, თუმცა მოგვიანებით გვაძაბიამ კანდიდატურა მოხსნა.

ჯემალ გამახარიას საბჭოს დეპუტატთაგან მხარი 14-მა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა ოთხმა მისცა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი