აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, კონფლიქტისპირა სოფელ ხურჩაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე დაახლოებით 15 საათისთვის მოხდა. არსებული ინფორმაციით, რუსმა ე.წ. მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღით გალის რაიონში მცხოვრები მამაკაცი გ.ო. მოკლა. მკვლელობის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა თვითმხილველების განცხადებით, მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

შემთხევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, პროცესს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკვირდებიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი