ტყის ხანძრისგან გამოწვეული ავარიული გათიშვის გამო აფხაზეთის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ავარიულად გაითიშა ელექტროგადამცემი ხაზი „ფსოუ 220“, რომელიც ელექტორენერგიით ამარაგებს სოხუმს და აფხაზეთის მთელ დასავლეთ ნაწილს ფსოუმდე.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღეა ტყის ძლიერ ხანძრებს ებრძვიან.