აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის მემკვიდრეობის მიღებას კრძალავს

საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ოკუპირებულ აფხაზეთში მემკვიდრეობის მიღების უფლება აღარ ექნება. შესაბამისი კანონი პირველი მოსმენით მიიღო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პარლამენტმა.

ინიციატივა ე.წ. დეპუტატს რაულ ლოლუას ეკუთვნის.

“ჩვენ მოგვმართეს ვვეტერანებმა და მოქალაქეებმა, რომლებმაც გვითხრეს, რომ მათთან მიდიან ქართული ეროვნების ადამიანები, რომლებიც ომამდე აფხაზეთში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი აფზაზეთი დატოვეს და ქონების დამტკიცებას ცდილობენ, იფორმებენ ქონებას ნოტარიუსის და სასამართლოს საშუალებით. ამიტომ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, შევცვალოთ კანონი და ავუკრძალოთ მემკვიდრეობის მიღება იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებიც აფხაზეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მონაწილეობდნენ აფხაზეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ან ეხმარებოდნენ ოკუპანტ ძალებს“, – განაცხადა ლოლუამ.

აფხაზმა ე.წ. კანონმდებლებმა კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

ლოლუას თქმით, მომავალში იგეგმება ცვლილება, რომელიც იმ პირებსა შეეხებათ, რომლებიც ომში არ მონაწილეობდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი