საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში მდებარე 19 ისტორიულ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ნაგებობებს სტატუსი უწყების კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი საბჭოსადმი წერილობითი მიმართვისა და წინასწარ მომზადებული სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე მიენიჭა.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გულირიფშის მუნიციპალიტეტში მდებარე ქვემოთ ჩამოთვლილი ისტორიული ნაგებობები ამ დრომდე არ იყო შეტანილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.
ძეგლების სია:
1. ციხე-კოშკები – (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ალექსანდროვკა, XVI-XVII სს.);
2. დოლმენი – (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. აზანთა, ნეოლითის ხანის გვიანდელი პერიოდი, ძვ.წ. 4000 – ძვ.წ. 3000);
3. დოლმენი – (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. აზანთა, ნეოლითის ხანის გვიანდელი პერიოდი, ძვ.წ. 4000 – ძვ.წ. 3000);
4. ეკლესია – (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. აზანთა, XIX საუკუნის I ნახევარი);
5. ბაბუშერას კოშკი – (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაბუშერა, XVI-XVII სს.);
6. დარბაზული ეკლესია – (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაღმარანი, განვითარებული შუა საუკუნეები);
7. დარბაზული ეკლესია – (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაღმარანი, გვიანი შუა საუკუნეები);
8. გუმბათიანი ეკლესია – (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაღმარანი, 1898 წ.);
9. გალავანი – (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაღმარანი, გვიანი შუა საუკუნეები);
10. ციხე-სიმაგრე – (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაღმარანი, გვიანი შუა საუკუნეები);
11. დარბაზული ეკლესია – (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაღმარანი, განვითარებული შუა საუკუნეები);
12. ეკლესია – (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. დრანდა, გვიანი შუა საუკუნეები);
13. ეკლესია – (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, დაბა გულრიფში, 1908 წ.);
14. კოშკი – (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. კელასური, განვითარებული შუა საუკუნეები);
15. სასახლე – (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ლათა, განვითარებული შუა საუკუნეები)
16. ციხე-სიმაგრე – (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. მერხეული, განვითარებული შუა საუკუნეები);
17. ეკლესია – (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. აჭანდარა (პოლტავსკოე), XIX საუკუნის II ნახევარი);
18. ციხე-სიმაგრე – (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. წებელდა, განვითარებული შუა საუკუნეები);
19. მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია – (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, ზემო ფშაფი, XIX საუკუნის II ნახევარი).
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამგვარი კვლევა კვლავაც გაგრძელდება და სავარაუდოდ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აფხაზეთში მდებარე კიდევ არაერთ ძეგლს მიენიჭება.