აღარ მინდა პატიმარზე ამდენი ვილაპარაკო – პრემიერი სააკაშვილზე

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის ჩამოვიდა.

„მინდა, ყველას მოვუწოდო, დღეს გვჭირდება სიმშვიდე, ჩვენ უნდა ჩავატაროთ მშვიდად არჩევნების მეორე ტური, დავასრულოთ ეს არჩევნები, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება.

აღარ მინდა პატიმარზე ამდენი ვილაპარაკო. საკმარისია, ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა, ბევრი ემოციებიც დავხარჯეთ. ახლა საქმეზე არის კონცენტრირება საჭირო. თქვენ როგორ ფიქრობთ შერიგებაზე? იკითხეთ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში მხოლოდ ერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ დესტაბილიზაცია მოეხდინა. თუ რა თქმა უნდა ისე განვითარდებოდა მოვლენები, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. მადლობა ღმერთს ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ქვეყანას ავარიდეთ.

რაც შეეხება სასულიერო პირების მოწოდებებს შერიგებასთან დაკავშირებით, ჩვენი სურვილიც არის ერთ დღეს ეს ადამიანები დაფიქრდნენ დანაშაულზე და ჩვენი ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა გაიაზრონ “, – განაცხადა ღარიბაშვილმა მედიასთან საუბარში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი