ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, კომპანია “აგრი ჯორჯიას” თხილის პლანტაციებში კომპანიისთვის მომუშავე მამაკაცი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ტრაქტორმა გადაუარა. კომპანიაში მომხდარის დეტალებზე ჯერჯერობით, არ საუბრობენ.
როგორც “Newsportal.ge”-ს შსს-ში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 240-ე მუხლით არის აღძრული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. სხვა დეტალებს ამ ეტაპზე არც სამართალდამცველები ასაჯაროებენ, მათ შორის არც იმას, დაკავებულია თუ არა ტრაქტორის მძღოლი.
რაც შეეხება გარდაცვლილს, ის ქუთაისის პროზექტურაში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.