აგვისტოს ომის გმირის დედამ ზუგდიდის მერიას საჯაროდ უსაყვედურა: “ბეტონის ძეგლი გმირებისთვის მიუღებელია – თქვენ ვერ შეიფერეთ ჩვენი ბიჭები”

აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალის გახსნის ცერემონიაზე, ომში დაღუპული კაპრალის სერგეი გოროზიას დედამ მზია გოროზიამ განაცხადა, რომ ბეტონის ძეგლი დაღუპულთა ხსოვნისთვის მიუღებელია და რამდენიმე დეტალზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს არის წუხილის და სიამაყის დღე. მათ მართლა თავი დადეს სამშობლოსთვის. მე საყვედურს ვუცხადებ ზუგდიდის მერიას. ბეტონის ძეგლის ღირსები ჩვენი გმირი ბიჭები არ იყვნენ, გარდა ამისა, მიკროსკოპით თუ წაიკითხავ სახელებს და გვარებს. მე ამ ძეგლში ვხედავ სამამულო ომის გმირებს, მე არ მინდა ცუდი ვთქვა, პატივს მივაგებ სამამულო ომის გმირებს, მაგრამ ეს ის ეპოქა იყო და ეხლა სხვა დროა. ის 1945 წლის ამბავი იყო და მე მინდა 8 აგვისტოს ამბავი… თუ ეს ასე დარჩება, ჩემი შვილის სახელი და გვარი იქ არ იქნება, თქვენ ვერ შეიფერეთ ჩვენი ბიჭები“, – განაცხადა გოროზიამ, რმელიც მემორიალში გარკვეული დეტალების შეცვლასაც ითხოვს.

ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ კი აღნიშნა, რომ თუ ოჯახთან ერთად საზოგადოებაც მოითხოვს მემორიალის კორექტირებას, ეს შესაძლებელია.

“რა თქმა უნდა, შესაძლებელია. აქ მცირეოდენ კორექტირებებზეა საუბარი და  
ეს კორექტირებები განხორციელდება, თუ ოჯახთან ერთად საზოგადოებაც დაუჭერს მხარს ამ ცვლილებებს”, – განაცხადა შენგელიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი