ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი, სცენარისტი, კინორეჟისორი და პროდიუსერი ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ოჯახის განცხადებით, მსახიობი ლუარის რეგიონში საკუთარ სახლში ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. 

ალენ დელონი არაერთი ჯილდოს მფლობელი იყო, მათ შორის მიღებული ჰქონდა “სეზარის” პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში “ჩვენი ისტორია”, იყო ნომინირებული “ოქროს გლობუსზე”, მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების საპატიო ჯილდოები.

ალენ დელონი იყო საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი. მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმებისთვის “თაკარა მზე”, “როკო და მისი ძმები”, “ლეოპარდი”, “შავი ტიტა” და სხვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი