ამ ეტაპისთვის, სავალდებულო ვაქცინაციაზე არ გვაქვს მსჯელობა – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სავალდებულო ვაქცინაციაზე გადასვლა არ იგეგმება, ვინაიდან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იყოს გამოყენებული საკონსულტაციო რესურსი.
მისივე განცხადებით, ვაქცინაციის კამპანიას არაერთი დადებითი და უარყოფითი შეფასება მოჰყვა, თუმცა აცრის მაჩვენებელი მიგვანიშნებს, რომ კამპანია ცუდად არ იყო ჩატარებული.

„ამ ეტაპისთვის, სავალდებულო ვაქცინაციაზე არ გვაქვს მსჯელობა, ვინაიდან მნიშვნელოვანია ოპტიმალურად იყოს გამოყენებული ის საკონსულტაციო რესურსი, რომელიც გაგვაჩნია. ყველამ ვიცით, რომ ვაქცინაციის კამპანიას არაერთი დადებითი და უარყოფითი შეფასება მოჰყვა, თუმცა ყველა გადადგმული ნაბიჯისას ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა კომუნიკაცია არაერთ საერთაშორისო პარტნიორთან და სწორედ მათი ინტენსიური ჩართულობით იგეგმებოდა ეს კამპანია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი