ამ კრიმინალურ ბანდას, რომელიც მოაჯდა საქართველოს, ესმის მხოლოდ ჯოხის ენა! – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობას ხალხის უნდა ეშინოდეს.

“აქტიურობას აქვს კონკრეტული შედეგი. ამავე დროს, მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ, ჩვენ საქმე გვაქვს იმ ხალხთან, იმ ბანდასთან, რომელსაც ესმის მხოლოდ ერთადერთი ენა, ეს არ არის შეგონების ენა, ეს არ არის შელოცვები, ეს არ არის მოთხოვნები, თხოვნები, მოწოდებები – სასაცილოდ არ ჰყოფნის. ამ ბანდას, ამ კრიმინალურ ბანდას, რომელიც მოაჯდა საქართველოს, ესმის მხოლოდ ერთადერთი ენა და ეს არის ჯოხის ენა! მეგობრებო, ჩვენ კი არ უნდა ვაწყნარებდეთ, ნუ გეშინიათო, პირიქით, უნდა ეშინოდეთ მანამ სანამ ხალხის წინაშე არ დაიხევენ უკან. ჩვენ კი არ უნდა მოვუწოდებდეთ, რომ მოდით, დაგველაპარაკეთო, ისინი უნდა გვახევდნენ კალთას, რომ რაღაცაზე მაინც დაველაპარაკოთ. ეს არის დღეს ერთადერთი გამოსავალი. შევწყვიტოთ ეს შეგონებები, შელოცვები და ღიმილიანი მოწოდებები რამისკენ.

“რას ნიშნავს ეს ჯოხი? ეს ჯოხი არის ყოველ ჯერზე უფრო მეტი შეტევა- ეს არის გაფიცვა, ეს არის იმ ბიზნესების ბოიკოტი, რომელიც ძარცვავს ქართველ ხალხს. ძალიან ბევრმა ბიზნესმა ამოიღო ხმა, მაგრამ დარჩა ის ხალხი, ვინც ტენდერებზე იპარავს ფულს. თითოეულ ჩვენგანს, თქვენგანს აცლის ჯიბიდან ფულს. ეს არის შენობებში მათი არშეშვება და არგამოშვება იმიტომ, რომ ვიღაც ტიპებს მიტაცებული აქვთ შენობები და თავის თავს უწოდებენ საქართველოს მთავრობას და ვითომ, ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. ასობით ათასი ქართველი არის ქუჩაში, ყველა არის ძალიან გაბრაზებული და ესენი ჩვეულებრივად დადიან სამსახურში, შედიან-გამოდიან და იქ აკეთებენ განცხადებებს. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. ეს შენობები ეკუთვნის ქართველ ხალხს. ეს შენობები ეკუთვნის საქართველოს ერთადერთ სახელისუფლებო წყაროს, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქე“, -განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი