ანაკლიაში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა დაიწყო. პროექტის გასახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 632 939 ლარი დაიხარჯება.
სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. მოეწყობა ავტოსადგომი, სასწავლო და სატრენაჟორო ოთახები.
ანაკლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში 63 ადამიანი დასაქმდება.
შენობაში გათვალისწინებულია 3 სპეცმანქანისა და 2 კატერის განთავსება, რაც მეხანძრე-მაშველებს საშუალებას მისცემს სამაშველო ღონისძიება როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაში განახორციელონ.
ანაკლიის მუნიციპალიტეტს აღნიშნული შენობა 2019 წლის ნოემბრიდან მოემსახურება.