ამერიკა საქართველოში შეზღუდულთა სიას აფართოვებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველი სამართალდამცავების, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

“სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დგამს შემდგომ ნაბიჯებს იმისთვის, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწესოს დამატებით ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის ოფიციალურ პირებს სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს უფლებამოსილება ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის იძულების ან დაშინების გარეშე ხმის მიცემის უფლების, შეზღუდვის მიზნით.

დღევანდელი ქმედება ეფუძნება გასულ კვირას გამოცხადებულ სავიზო ქმედებებს, აფართოებს სექტემბერში აშშ-ის მიერ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს და გაერთიანებული სამეფოს დღევანდელ ქმედებებს და რამდენიმე სხვა ევროპული ქვეყნის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ ქმედებებს ავსებს.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ოფიციალური პირების მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ.

ქართველ ხალხთან ვდგავართ და ერთგულები ვრჩებით ვეძიოთ ანგარიშვალდებულება მათთვის, ვინც თანამონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევასა და მათი დემოკრატიული მომავლისთვის ძირის გამოთხრაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: ipn

კომენტარები

დატოვე კომენტარი