ამერიკამ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს სავიზო სანქციები დაიწესა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სანქცირებულთა შორის არიან მთავრობის, ასევე მუნიციპალური დონის მაღალჩინოსნები, ბიზნეს-ლიდერები, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სავიზო სანქციები შეეხებათ ამ პირების ოჯახის წევრებსაც.

სახელმწიფო დეპარტამენტში არ დაუკონკრეტებიათ, თუ ვისი დასანქცირება მოხდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი