საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება – ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სეტყვის შესაძლებლობა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი